ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არა "ოცნებამ", არამედ უცხოელებმა გაუშვეს

25.06.25 15:29
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არა "ოცნებამ", არამედ უცხოელებმა გაუშვეს

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არა "ქართულმა ოცნებამ", არამედ კონკრეტულმა უცხოელმა სუბიექტებმა გაუშვეს. "ქართული ოცნების" პრემიერი ამტკიცებდა, რომ პასუხისმგებლობა 7 ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში ყოფნაზე სწორედ ამ ადამიანებს ეკისრებათ.

როდესაც საუბარია, უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.  მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება - რეალურად, ისინი არისნ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა: გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში. რატომ? - იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში. ისინი არიან აგენტები, ისინი ესმსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ შესაბამის უცხოელ სუბიექტს"- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 24 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებსი გამო სასამართლომ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. 

ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. 

ციხეში სხედან "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პატიმრობაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები