"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია" - წულუკიანი სააკაშვილზე

04.10.21 10:50
"ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია" - წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გზავნილს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები);
 დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც;
 ოცნების გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი;
 მოკლედ... ეხლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება. დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.
PS ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია ქართულ ოცნებას ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლადო და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო", - წერს წულუკიანი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები