წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს
წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს - გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 86 ხმით მიიღო.
თეა წულუკიანმა თქვა, რომ დარჩენილია 2 საჯარო სხდომა, რომლებიც 30 ივნისსა და 2 ივლისს გაიმართება.
„ამის შემდეგ ჩვენ ამოვწურავთ ამ ფორმატში მუშაობას, მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების განცხადებებსა და სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვის ფორმით. ეს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დასკვნის პროექტზე საფუძვლიანი მუშაობა“, - თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კომისიის ბოლო სხდომა 4 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც დასკვნას მიიღებენ. წულუკიანი აანონსებს, რომ "კომისიის დასკვნა უმძიმესი იქნება“.