შსს ელენე ხოშტარიას პატიმრობას ითხოვს

25.06.25 16:40
შსს ელენე ხოშტარიას პატიმრობას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრებას  ითხოვს. გელა გელაძის უწყების შუამდგომლობას მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს. 

ხოშტარიას  166-ე და 173 -ე მუხლებს ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ხოშტარია პროცესს არ ესწრება და როგორც კოალიციაში ამბობენ, ფაქტი რომ მომსამართლე ცეკვავა სათათბიროდ არიუს გასული, სინდისის პატიმრების პროცესზე მისულებმა გაიგეს. 

საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 28 მარტს აქციაზე დაკავების ფაქტს. ხოშტარია მაშინ ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში [“რამიშვილზე „შუშებიანში“”], თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიციელებმა ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა, ზურგს უკან ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს და ყბებსა და კბილებზე მიაყენეს დაზიანება.

ხოშტარია იხსენებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში, დიღომში, მას  ხელები ისევ ზურგს უკან შეუკრეს და სრულად გააშიშვლეს.

მსგავსი სიახლეები