საქართველოში დიქტატურა მყარდება, უნდა დასანქცირდეს ყველა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი - იუკნევიჩიანე

25.06.25 17:24
საქართველოში დიქტატურა მყარდება, უნდა დასანქცირდეს ყველა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი - იუკნევიჩიანე

 

 

საქართველოში დიქტატურა მყარდება, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვებას. 

"პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას კულისებიდან ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომლის უკანაც კრემლი დგას.

რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ უნდა დასანქცირდეს არა მარტო ივანიშვილი, არამედ ისინიც, "ვინც ახლოს არიან ივანიშვილთან, ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ვინც უსამართლოდ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოში, ვინც დევნის ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.".

უამრავი ქართველი აცნობიერებს, რომ ეს ინსტიტუცია არის მარიონეტი ინსტიტუცია ერთი პარტიის ხელში და ეს პარტია არის ერთი ადამიანის ხელში. ეს ნიშნავს იმას, რომ დიქტატურა მყარდება. ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს ყველაფერს. ის არის რეალური ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი მიტაცებულ სახელმწიფოზე. მან სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი, სხვა ქვეყნებისთვის, რა მარტივია ქვეყნის მიტაცება შიგნიდან დარტყმის გარეშე და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კრემლი. 

ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს. ახლა წევრი სახელმწიფოების დედაქალაქები არიან პასუხისმგებელნი, თითოეული არის პასუხისმგებელი. უნდა დასანქცირდნენ, სულ მცირე, ისინი, ვინც ახლოს არის ივანიშვილთან, ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ვინც უსამართლოდ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოში, ვინც დევნის ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ბიძინას. სანქციები უნდა დაუწესდეს ყველას, ვინც პასუხისმგებელია, - ამბობს იუკნევიჩიანე. 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიაი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" იდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.  

მსგავსი სიახლეები