ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას - დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

04.10.21 11:07
ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას - დეკანოიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

ქუთაისის მერობის ოპოზიციის საერთო  კანდიდატი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას, რომ სააკაშვილს მუხლებს დაუმატებენ, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასტურად აფასებს. დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ მართმსაჯულებას მმართველი გუნდი, მისი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე იყენებს.

ღარიბაშვილის განცხადება გუშინ: 
- მიშა პოლიტიკურად აქტიურია და ამიტომ ვიყენებთ მართმსაჯულებას მის წინააღმდეგ;
- თუ მიშა და ენმ პოლიტიკურად იაქტიურებს - მუხლებს კიდევ დავუმატებთ. 
ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ მართმსაჯულებას. ასე თქვა ზუსტად",
- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „წესიერად მოიქცეს, თორე დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".

მსგავსი სიახლეები