"ოცნების" შემუშავებული ე.წ. ცილისწამების კანონი 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება
"ქართული ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებული "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება.
"ქართული ოცნების" წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პირს ამ კანონით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვისთვის 100 დღის ვადა აქვს. შესაბამისად, პირვებს კანონის ამოქმედებამდე ასი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც შეეძლებათ სარჩელით მიმართვა, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული.
როდესაც ხდება სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ან იმ მომენტიდან, როცა კონკრეტულ პირს შეიძლება გაეგო ეს ყველაფერი, 100 დღის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სარჩელით სასამართლოს ანუ ხანდაზმულობის ვადას 100 დღე წარმოადგენს. შესაბამისად, გარდამავალი დებულებით იქნება გათვალისწინებული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო გაკეთებული, თუმცა ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, იმოქმედებს ახალი წესრიგი ამ საკითხების რეგულაციის…
მაგალითად, პირობითად, კანონი ამოქმედდა პირველ აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთებიდან ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, 1 ივლისს გაკეთებულ განცხადებას თუ ჩათვლის ადრესატი ცილისწამების შემცველს ანუ სახელის გამტეხი ინფორმაციის შემცველს, თუკი სარჩელი აქამდე არ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა იმაზე ვისკენაც იყო მიმართული ეს განცხადება," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს მოემდი კონსტიტუციის მიხედვით: კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.