2 მილიარდის გამოუძიებელი საქმე - ანტიკორუფციული ბიუროს შეფი ახალ სკანდალში ეხვევა
რატომ ვერ ხედავს რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამქრალ მილიონებს? -"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ანტიკორუფციული ბიუროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რამდენი შესაძლო კორუფციული გარიგება გამოავლინა თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე.
- რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად 2023 წლის 2 თებერვალს დაინიშნა - საჯარო ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე მის უწყებას შესაძლო ელიტური კორუფციის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 74 მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის შესაძლო კორუფციული გარიგებები ამხილა და გაარკვია, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მაღალჩინოსნებს 2 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ მითვისებული.
ირკვევა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ყოველ ჯერზე, როდესაც შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მოკვლევას ატარებდა და ანგარიშებს აქვეყნებდა, პარალელურად, უგზავნიდა როგორც სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ასევე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას, თუმცა კორესპონდენციაზე პასუხად უწყებებისგან იღებდნენ, რომ შეისწავლეს დოკუმენტები, თუმცა დარღვევები ვერ ნახეს.