დაკავებების პოლიტიკური ფასი - დასავლეთში ივანიშვილის და მისი გარემოცვის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

25.06.25 20:09
დაკავებების პოლიტიკური ფასი - დასავლეთში ივანიშვილის და მისი გარემოცვის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

საფრანგეთი გმობს "ქართული ოცნების" მხრიდან ავტორიტარულ რყევებს, რომლებსაც ადგილი აქვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ", -  ასე აფასებს პრეზიდენტ მაკრონის გუნდი ოპოზიციის ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის დაკავებას. 

ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს ევროპის საქმეთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ნაბიჯებს ავტორიტარულ რყევებს უწოდებს და "ოცნებას" ახსნებს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებს იმ არჩევნების გზით, რომელიც არც თავსიუფალი  და არც სამართლიანი არ იყო. 

"საქართველოში სრული ავტორიტარიზმი მყარდება" -პოლიტიკური ლიდერების განეიტრალების შემდეგ, ევროპარლამენტი ევროკავშირისპასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა. 

"თუ ბრიუსელი ივანიშვილსა და მისი გუნდის პასუხისმგებლობას უმკაცრესს პასუხს არ გასცემს, მაშინ საქართველოში დიქტატურის დამყარებაზე პასუხისმგებელი ნაწილობრივ ევროგაერთიანებაც ექნება"- ამბობენ გავლენიანი ევროპარლამენტარები. 

პირველებთან ინტერვიუში გერმანელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ პოლიტიკური შურისძიების იარაღად კი როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი, ივანიშვილიც სასამართლო სისტემას და პროკურატურა იყენებს. 

"ეს არის ტოტალური რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელიც ქვეყანას მძიმედ დაუჯდება"- ამბობს ტობიას კრამერი.

დაკავებების პოლიტიკური ფასი - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები