"არანაირ ცივილიზაციაში არ წერია" - ბურჯანაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

04.10.21 11:19
"არანაირ ცივილიზაციაში არ წერია"  - ბურჯანაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

"არანაირ ცივილიზაციაში არ წერია" - „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, თუ სააკაშვილი ჭკვიანად არ მოიქცევა მუხლებს დაუმატებენ. ბურჯანაძისთვის პრემიერის ეს განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკურია. 

ღარიბაშვილის განცხადება საერთოდ არანაირ ცივილიზაციაში არ წერია, მე მგონი. ვერ არიან მართლა თავის ჭკუაზე. როცა პრემიერმინისტრი აცხადებს, თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, კიდევ დავუმატებ მუხლებსო, რომელ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ, ეს არის სამართალი?!

საქართველოში ვიდრე ბიძინა ივანიშვილია ქვეყნის მმართველობაში, ვიდრე ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ჯიბის პროკურატურაა, სამართალი და მართლმსაჯულება ვერ იზეიმებს ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი", - თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „წესიერად მოიქცეს, თორე დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". 

მსგავსი სიახლეები