რა რისკის ქვეშ აყენებს კობახიძის ინიციატივა იმ ხალხს, ვინც მეტადონის პროგრამით სარგებლობს

25.06.25 21:08
რა რისკის ქვეშ აყენებს კობახიძის ინიციატივა იმ ხალხს, ვინც მეტადონის პროგრამით სარგებლობს

კერძო კლინიკები, სადაც ნარკომომხმარებლები ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისს იღებდნენ, სავარაუდოდ, მალე დაიხურება.

ცნობილი ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება სხვა გზას აღარ ტოვებს. ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ გაჩნდა კითხვა - რას ემსახურება სახელმწიფო ტოტალური კონტროლი? რეალურ სურვილს, დაამარცხოს ნარკომანია საქართვლოში, თუ თავად გახდეს, იმ ხალხის მაკონტროლებელი, ვინც ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისს კერძო კლინიკებში იღებდა.  

ყოველი არჩევნების დროს, საჯარო წყაროში არა ერთი პოლიტიკური ბრალდება ისმოდა, რომ მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს, მმართველი პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

იავანიშვილის გუნდის ოპონენტების თქმით, ის, ვინც ჩანაცვლებითი თერაპიისთვის წამალს იღებდა, სახელმწიფო პროგრამით შანტაჟის მსხვერპლი ხდებოდა და აიძულებდნენ, "ქართლი ოცნებისთვის" საარცენდოდ ხმები შეეგროვებინა. 

ოპოზიცია ეჭვი აქვს, რომ ცლილებების  მიზანი ახლაც პოლიტიკურია, რომ "ქართლმა ოცნებამ" მოიპოვოს სრული კონტროლი ხალხზე, ვინც სერვისს აქამდე კერძო კლინიკებში იღებდა. 

მთავრობის ტოტალური კონტროლი - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები