სიტუაცია მძიმეა, საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია - გონჩარენკო

25.06.25 20:24
სიტუაცია მძიმეა, საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია - გონჩარენკო

სიტუაცია მძიმეა, საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია, - ამის შესახებ "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინელმა ევროდეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. 

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებამდე ერთი დღით ადრე, ალექსანდრე გონჩარენკომ "ტვ პირველთან" თქვა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა არათუ ავტოკრატიაში, არამედ უკვე დიქტატურაში გადაიზარდა.

ამასთან, უკრაინელმა ევროდეპუტატმა საქართველოსა და ბელარუს შორის ტოლობის ნიშანი გაავლო და აღნიშნა, რომ საქართველოში მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ეს წლების წინ ბელარუსში მოხდა. 

სიტუაცია მძიმეა. მე ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას, მე მათ დავარქმევდი რეჟიმს, რადგან მათი მმართველობა ახლა არის ავტოკრატია ან უკვე დიქტატურაც კი. საქართველოში არ ჩატარებულა ნამდვილი არჩევნები, რადგან ერთ-ერთი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე მე ვიყავი და მე ჩემი თვალით ვნახე "ქართული ოცნების" მხრიდან ხმების მოსყიდვის ფაქტები და როგორ აორგანიზებდნენ იმ შედეგებს, რაც შემდგომ რეალურ შედეგებად წარმოაჩინეს. მე ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ის ახლა ბელარუსის გზას დაადგა, რადგან მოვლენები ისე ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს ბელარუსში მოხდა". - განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ. 

შეგახსენებთ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

 

დებატები საქართველოს შესახებ - პირველი შეფასებები - რუსუდან დუმბაძის ჩართვა ბრიუსელიდან 

მსგავსი სიახლეები