სიტუაცია გაუარესებულია, სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ დელეგაციას - კრავჩუკი

25.06.25 20:31
სიტუაცია გაუარესებულია, სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ დელეგაციას - კრავჩუკი

სიტუაცია გაუარესებულია, სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ დელეგაციას, - ამის თაობაზე "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის რადას დეპუტატი, ევგენია კრავჩუკი საუბრობს.

კრავჩუკის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოში არსებულ გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია უკვე მიიღო, თუმცა "ქართული ოცნებისგან" შედეგს ვერ ხედავს. 

ევროპის საბჭომ უკვე მიიღო ორი რეზოლუცია საქართველოში არსებულ გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ერთ რეზოლუციაში, რომელსაც ჩვენ ე.წ. არჩევნებისთანავე დავუჭირეთ მხარი, ძალიან მკაცრი სიტყვები იყო გამოყენებული და ვადამდელი არჩევნები მოვითხოვეთ. შედეგად ვხედავთ, რომ არაფერი იცვლება. სიტუაცია გაუარესებულია. სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ დელეგაციას, მით უმეტეს, რომ ის შედგებოდა მხოლოდ ქართული ოცნებისგან. რა თქმა უნდა, ასამბლეაში ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას. სწორედ ამიტომ, ლიბერალების ჯგუფმა დააინიცირა დებატები, რაც ხვალ გაიმართება. თუმცა, რეალურად თითოეული ქვეყნის დედაქალაქშია სამუშაო. ცხადია, ევროკავშირის დონეზე სანქციები შესაძლებელია, რადგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება ამას." - განაცხადა ევგენია კრავჩუკიმ. 

შეგახსენებთ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.  

დებატები საქართველოს შესახებ - პირველი შეფასებები - რუსუდან დუმბაძის ჩართვა ბრიუსელიდან 

მსგავსი სიახლეები