ელოდება თუ არა ანი წითლიძე წულუკიანის კომისიაზე დაბარებას - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

26.06.25 00:00
ელოდება თუ არა ანი წითლიძე წულუკიანის კომისიაზე დაბარებას - პოლიტიკოსის პირველი კომენტარი

"მოლოდინი მაქვს ცუდის" - ასე პასუხობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ წულუკიანის კომისიაზე დაიბარებენ. 

ანი წითლიძე სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას "რუსული ღალატის კომისიად" აცხადებს და ამბობს, რომ როგორც კომისიისგან, ასევე "რეჟიმისგან" ყველაფერია მოსალოდნელი. 

მოლოდინი მაქვს ცუდის. ეს რეალისტური მოლოდინია იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. რეჟიმი ბოლომდე ავიწროებს ყველაფერს. ნებისმიერი აქტიური ადამიანი პოლიტიკაში და ქუჩაში პრობლემაა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეჟიმი ყველა ასეთ ადამიანამდე მივა. ეს არ არის საგამოძიებო კომისია. ეს არის რუსული ღალატის კომისა, რომელსაც აქვს ორი მიზანი. ვინც ამ კომისიაში ზის, ესენი არიან საბჭოთა ნომენკლატურის გაგრძელება. ამ კომისიისგან და რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა უნდა მოასწრონ, რომ საბოლოოდ გაიმყარონ ძალაუფლება." - განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გვარი "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერების, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის გვარებს შორის დაასახელა და სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

"ოცნების" მინისტრმა ასევე ისაუბრა "ევრონესტის" რეზოლუციაზეც და სწორედ ამ კონტექსტში დაასახელა მან ოპოზიციონერი ლიდერების - გიორგი ვაშაძის, ანი წითლიძის, გიორგი ბოტკოველის და თამარ კორძიას გვარები. 

მსგავსი სიახლეები