რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს მეორე ტურში
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოპოზიციურ კანდიდატებს მეორე ტურში მხარს დაუჭერს. მათ შორის არის პარტია "ევროპული საქართველო".პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის ყველა ლიდერმა საკუთარ ამომრჩევლებს უნდა აუხსნას, რომ ივანიშვილის რეჟიმი ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს და ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ვინც თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ეროვნული საფრთხე, უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობიანად და თავის მომხრეებს უნდა აუხსნას, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ მათ ამა თუ იმ კანდიდატებთან მიმართებაში, როცა უცხოპლანეტელები შემოგესევიან ყველა დედამიწის მკვიდრი ხდება მოკავშირე - ასეთი უხეში ანალოგია რომ ვიხმარო, ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე", - ამბობს გიგა ბოკერია.
მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს ასევე პარტია "ლელო".
მიგვაჩნია აუცილებლად მეორე ტურებში აქტიური მონაწილეობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურში", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ნინო ბურჯანაძის აზრით, ოპოზიციის კანდიდატებს ნიკა მელიასთვის მხარდაჭერა პირველივე ტურში უნდა გამოეხატათ.
სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქამდეც უნდა დაეჭირათ მხარი ნიკა მელიასთვის. ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით, მეორე ტურიც კი არ გვექნებოდა თბილისში. პირდაპირ გეტყვით, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს გამარჯვებული მეორე ტურში რეალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მას უნდა დაუჭიროს ყველა ოპოზიციამ მხარი", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებული არიან, რომ მეორე ტურისთვის თბილისში მერობის კანდიდატს ნიკა მელიასამომრჩევლის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ამომრჩეველი უნდა გაერთიანდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ცვლილებებისთვის მხარს დაუჭერს ნიკა მელიას მერობას და სხვა დანარჩენ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მეორე ტური გაერთიანდება", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.