ლაშა ჩხარტიშვილი: ფაქტია, რომ ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაერია და მათაც ფულს ართმევს

26.06.25 00:34
ლაშა ჩხარტიშვილი: ფაქტია, რომ ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაერია და მათაც ფულს ართმევს

"ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაერია და მათაც ფულს ართმევს," - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ნებისმიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, რომლებიც დღეს ფულს იპარავენ, ცოტახანში იგივე მოელით. 

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც, 2, 3, 5, 6 თვის წინ იყვნენ უმაღლესი თანამდებობებზე დაერია და მათაც ფულს ართმევს. ეს ფაქტია.

ამ მიქაუტაძის ამბავმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ინფორმაცია არის ასეთი, ჩვენც გვაქვს გარკვეული ინფორმაციები ამ მიმართულებით, რომ ბევრ ადამიანს სთხოვენ ფულს, მოპარული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნებას და ეს არის ძალიან ცუდი სინამდვილეში, რეჟიმისთვის და ბიძინასთვის, ყოველშემთხვევაში რეჟიმისთვის.

საქმე იმაშია, რომ კორუფციას აქვს რეჟიმებისთვის დადებითი მხარე. კორუფცია კრავს ასეთ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს სახელმწიფო პოლიტიკურ დაჯგუფებებს და ერთამნეთთან კავშირს ამყარებს. ის გარკვეული წესები მოპარული ფულის განაწილებისა, რომელსაც ხალხს პარავენ და ამის გამო ზოგი შიმშილით ვიხოცებით, ზოგი უწამლობით, ზოგი უექიმობით, გელათი თავზე გვენგრევა დაიქაც ფული მოიპარეს, საბოლოო ჯამში, ეს ფული ნაწილდება გარკვეული წესებით, წლების განმავლობაში.

როცა ეს წესები ირღვევა, მივმართავ ნებისმიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, რომლებიც დარწმუნებული ვარ თანამდებობაზე ვერ იქნებიან თუ არ მოიპარავენ, აი თქვენ, რომ პიარავთ, გუშინ რომ იპარავდით და ხვალ რომ მოიპარავთ, ახალი კლანის წარმომადგენლები, ხომ ხვდებით, რომ ასევე მოგექცევიან 2 და სამი თვის შემდეგ. არის დრო, რომ იქნებ სისტემა დატოვოთ..." - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები