ნორვეგიის საგარეო: ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება თავდასხმაა ქართულ დემოკრატიაზე
საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების მასობრივ დაკავებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
უწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ზეწოლა.
ბოლო პერიოდში საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება, საქართველოს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს.
ნორვეგია მოუწოდებს [საქართველოს ხელისუფლებას] უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისკენ და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ", - წერია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
ციხეში გაუშვეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები - ნიკა მელია და ნიკა გვარამია. რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.