"ღამეში 4 სცენარის და 8 პროექტის დაწერა შემიძლია"- თინათინ რუხაძე
ივანიშვილის მთავრობის უხვშემოსავლიანი მინისტრი მისი დეკლარაციის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს ეხმაურება. როგორც თინათინ რუხაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, 36 წელია, მუშაობს და თავს უფლებას აძლევს, იყიდოს ის რაც უნდა.
რაც შეეხება ორ კერძო კომპანიასთან თანამშრომლობის სკანდალს, რუხაძე აცხადებს, რომ კომპანიებში, რომელშიც წილს ფლობს, საქმიანობას აღარ გააგრძელებს.
არა, რასაკვირველია [არ გაგრძელდება საქმიანობა კერძო კომპანიებთან], ვადაში ყველაფერი არის გადაცემული. მინდა, რომ მაყურებელმა იცოდეს, პირველი, ვარ 55 წლის და მარტოხელა ქალი ვარ, აღარც მშობლები მყავს უკვე და სამწუხაროდ, აღარც ოჯახი, მაგრამ თემა არის პოზიტივში, რომ მთელი ცხოვრება, 36 წელია, ვმუშაობ და 36 წლის განმავლობაში უნიათობაზე და... არ ვყოფილვარ არასდროს ასეთი. ძველ შენობაში, 18 თუ 20 წლის ვიყავი რომ მოვედი სამუშაოდ, მაშინაც კი არ ვიყავი უპოვარი და უნიათო.
აქედან გამომდინარე, თუ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ამდენი შრომით, ჩემი შრომით და მე 18 ოქტომბერს, რომ დავინიშნე, მანამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ. 18 ოქტომბერს დილას გავიგე ეს ამბავი, შეთავაზება. რამდენიმე საათი ვისხედით ვსაუბრობდით, მივიღე ეს შეთავაზება და ძალიან აქტიურად შევედი ამ როლში და შემდეგ კანონი არის დაცული.
რა ვიცი ახლა, ზოგს გარდერობი ექნება და ვისაც რა უყვარს. მე არც ავტომანქანა არ მყავს პირადი და რაც შევძელი სიკეთით, შრომით, ბევრი შრომით. პირდაპირ გეუბნები იმ კომპანიასთან საერთოდ ვიყავი დაქირავებული კონსულტანტი. აქტიური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღამეში 4 სცენარი, 5 დიზაინ მაკეტი ან 8 პროექტი დაწეროს, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, შეიძლება ცუდი, მაგრამ დაქირავებული კონსულტანტები ამას აკეთებენ. მე არ ვიყავი საჯარო მოხელე, მქონდა იმისი დრო და საშუალება, 11-დან 6 საათამდეა ოფიციალურად სამუშაო დრო ეროვნულ სასახლეში, ბევრი დრო მრჩებოდა ჩემი პროაქტიულობისთვის და ბევრ სიკეთეს ვაკეთებდი," - განაცხადა თინათინ რუხაძემ.