უილიან ბულაი: საშინელებაა, რაც საქართველოში ხდება, ვხედავთ პუტინის გრძელ ხელს, რომელიც მოქმედებს "ოცნების" საშუალებით
"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მთელი ქვეყანა საკუთარი ხელის თითით ატრიალოს და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს," - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი "ალდეს" წევრმა უილიან ბულაიმ "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხდა.
მისი თქმით, ეროვნულ დონეზე სანქციები უნდა დაწესდეს და ხმამაღლა უნდა ისაუბრონ იმ ზიანზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მიაყენა.
მართლაც საშინელებაა, რაც ახლა საქართველოში ხდება.
ჩვენ ვხედავთ პუტინის გრძელ ხელს, რომელიც მოქმედებს "ქართული ოცნების" საშუალებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული ოპოზიციის მოთხოვნებს, რომლებიც არაერთხელ გაჟღერდა ამ ასამბლეის ფარგლებშიც.
საღამოს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი მათ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დემოკრატია არ არსებობს, თუ უმცირესობები და ოპოზიციური პარტიები არ არიან პატივცემულნი და სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში: ოპოზიციის შევიწროება, პარტიის ლიდერების დაპატიმრებები.
მე აქ ვარ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო და მათ, პატიმრობაში მყოფთა, ხმა გავახმოვანო, რომლებიც მხოლოდ სიტყვის თავისუფლებასა და გაერთიანების უფლებას ითხოვენ.
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მთელი ქვეყანა საკუთარი ხელის თითით ატრიალოს და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს.
უნდა დავაწესოთ სანქციები ეროვნული დონეზე და ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმ ზიანზე, რაც მან მიაყენა საქართველოს," - განაცხადა უილიან ბულაიმ.
ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დებატებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.