ხაზარაძის და ჯაფარიძისნაირ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ - ზურაბ ერისთავი

26.06.25 11:59
ხაზარაძის და ჯაფარიძისნაირ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ - ზურაბ ერისთავი

[ხაზარაძის და ჯაფარიძისნაირ] ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უძრავი ქონების კომპანიების: RENTALS-სა და Eristavi Estates-ის დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი შეფასებით, "თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც ისეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს". 

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, ვინც ისეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესები შექმნეს, როგორიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესებია.

ასეთ ადამიანებს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ, არა თუ დილეგში ვამწყვდევდეთ.

სიმართლე ერთია და ეს ყველამ ვიცით,“ - წერს ერისთავი.

შეგახსენებთ, რომ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დააკავეს. მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

მსგავსი სიახლეები