თეონა ბაღდავაძე: ყველაზე ამაზრზენია, რომ [ხაზარაძის] მიერ დაკვალიანებული ადამიანების 80% არის ჩუმად

26.06.25 13:08
თეონა ბაღდავაძე: ყველაზე ამაზრზენია, რომ [ხაზარაძის] მიერ დაკვალიანებული ადამიანების 80% არის ჩუმად

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაპატიმრების ფონზე ბიზნესმენთა დუმილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა მამუკა ხაზარაძე მსხვილი ბიზნესისთვის საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებას ცდილობდა, ამ ბიზნესმენთა დუმილი მიუღებელია.

ამის შესახებ თეონა ბაღდავაძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა

პირველი, რაც მახსენდება, ჩემგან კრიტიკა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ დაიმსახურა, როდესაც თქვა, რომ მსხვილი ბიზნესები საერთაშორისო სანქციებს უნდა გადაურჩნენ - ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაბრაზებელი, რადგან დავინახე, რომ ეს ადამიანი ცდილობდა რაღაცების დალაგებას. მერე კი ახსნა, მაგრამ იმ მომენტში ვიყავი ძალიან გაბრაზებული.

ძალიან მაინტერესებს, რომელი ბიზნესმენი, რომლის სანქციებისგან გადარჩენასაც ცდილობდა მამუკა ხაზარაძე, გამოვიდა და თქვა, რომ ეს კაცი არ იმსახურებს 8-თვიან სასჯელს. მათ შორის ისეთები, რომლებიც მახსოვს, BAG-ის და ამერიკის საელჩოს მიერ მოწყობილ შეხვედრაზე მწყობრად რომ იდგნენ რიგში, რომ ბატონ მამუკასთან ფოტო გადაეღოთ და შემდეგ “ფეისბუქზე” დაედოთ, ეს ხალხიც კი დღეს თევზივით გაჩუმებულია. ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რომ [ხაზარაძის] მიერ დაკვალიანებული ადამიანების 80% არის ჩუმად, ვისზე ამოიღებენ ხმას? ვისზე შესტკივათ გული, საკუთარი ფულის გარდა, მზია ამაღლობელზე თუ იმ ბავშვებზე?" - განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.

ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. 

მსგავსი სიახლეები