ხაზარაძე და ჯაფარიძე რჩებიან ბიზნესის მხოლოდ წესებით და კანონებით კეთების სიმბოლოებად - ზურაბ ნიკვაშვილი

26.06.25 13:14
ხაზარაძე და ჯაფარიძე რჩებიან ბიზნესის მხოლოდ წესებით და კანონებით კეთების სიმბოლოებად - ზურაბ ნიკვაშვილი

საკონსულტაციო კომპანია "პრაიმ ტექსის" დირექტორი და მმართველი პარტნიორი ზურაბ ნიკვაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების გამო წუხილს გამოთქვამს. 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბიზნესის წესებისა და კანონებით კეთების სიმბოლოებად რჩებიან. 

მამუკასთან და ბადრისთან, როგორც ბიზნესკონსულტანტს, 27-წლიანი საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. საგადასახადო და საფინანსო საკითხები, რომელთა მოგვარება-გადაწყვეტაში ჩვენ ვიყავით ჩართულები, იყო ერთობლივი ძალისხმევა "გამრუდებულის გასასწორებლად". 

ჩემთვის ეს ორი პერსონა და ახლა უკვე მეგობარი, იყვნენ და რჩებიან სიმბოლოებად ბიზნესის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის წესებისა და კანონებით კეთებისა, რაც ასე იშვიათი იყო მაშინ და რამაც განაპირობა არაერთი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში. 

 გული მტკივა, რომ ისინი ამ პოსტს უჩვეულო გარემოში წაიკითხავენ და უნებურად მახსენდება ბწკარედი გალაკტიონის ლექსიდან "არის ამქვეყნად დაგვიანება – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?" - წერს ზურაბ ნიკვაშვილი.

ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს, მათ 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯათ. 

მსგავსი სიახლეები