ოპოზიციის ლიდერები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდებიან

26.06.25 13:43
ოპოზიციის ლიდერები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდებიან

სტრასბურგში, ოპოზიციის ლიდერები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდებიან. თეოდოროს რუსოპულოსთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული სიტუაცია და "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომელიც მათივე შეფასებით "რეპრესიულია". 

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ისინი ცდილობენ გაიგონ, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროპას ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერისთვის და როგორ არის შესაძლებელი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება.

"ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით ევროსაბჭოში "საუბარია იმ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც არიან პირდაპირ და ღიად დევნის საგანი და ეს სია სულ უფრო იზრდება..."

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ დებატებზე კვლავ იგივე მოთხოვნებს ვიხილავთ: ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

არამცთუ არ, არამედ ვერ ესწრება "რუსული ოცნების" დელეგაცია იმიტომ, რომ მათ მოუწიათ ამ ასამბლეის დატოვება მას შემდეგ, რაც უარი თქვეს იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც იყო წამოყენებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ეს იყო: ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დებატებზეც იგივე მოთხოვნებს ვიხილავთ..." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ვარაუდობს, რომ დღევანდელი დებატები კრიტიკული იქნება.

ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ღიად ისაუბროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. იმ ტერორზე რასაც "ქართული ოცნება" აწარმოებს.

კრიტიკული იქნება, ცხადია, დებატები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა დელეგაციის წევრებთან და მათ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ღიად და ცხადად ისაუბრონ. სიცხადე არის ის რაც შეუძლია ევროპის საბჭომ შეიტანოს. ეს სიცხადე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური ძალაა და არა რუსული ძალა" - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.

"დროას" აღმასრულებელი მივნის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, კი ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ბერკეტია, მოუწოდოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს დააწესონ პერსონალური სანქციები

ევროსაბჭოს აქამდე მნიშვნელოვანი ბერკეტი როგორ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის მოუწოდოს ეროვნულ დელეგაციებს, ეროვნულ ხელისუფლებებს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისა, რომ დააწესონ პერსონალური, ტარგეტირებული, მიზნობრივი სანქციები, როგორც პირადად ბიძინა ივანიშვილის, ასევე მისი ოლიგარქიული პირამინდის სხვა წევრების წინააღმდეგ," - აღნიშნა ლემონჯავამ. 

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროსაბჭოს შენობაში საქართველოს შესახებ დებატები დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები