"სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის" - წულუკიანი

04.10.21 12:12
"სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის" - წულუკიანი

"სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის" - კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა არჩევნების შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ მარცხი განიცადა. წულუკიანის თქმით, ოპოზიცია ვეღარ შეძლებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს, რადგან მმართველმა პარტიამ ბევრად 43%-ზე მეტი ხმა აიღო.

მინდა ყველას მივულოცო ის რომ დღეს დადგა ორშაბათის დილა მშვიდი, სტაბილური, რაც საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკური დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში, მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გამოვუცხადო. ჩვენმა პარტიამ დადო შედეგი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43%, შესაბამისად ასევე მარცხი განიცადა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა, რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე არჩევნებზე, შესაბამისად მათ მოუწიათ რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო 3 წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და იმედი მაქვს, ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში", - თქვა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები