ბუნდოვანია ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის - ENEMO-ს პირველადი დასკვნა

04.10.21 12:00
ბუნდოვანია ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის - ENEMO-ს პირველადი დასკვნა

ბუნდოვანი გახდა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის - კიდევ ერთი კრიტიკული შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. ამჯერად 2 ოქტომბრის არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ევროპული ქსელი აფასებს. მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე აგიტაციის, ძალადობის და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ წუხილს გამოთქვამენ.

​2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. კამპანია მაღალი პოლარიზებით გამოირჩეოდა. მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქბისა და მათი თემის საჭიროებების შესახებ წინადადებების წამოჭრას. ამომრჩველზე, და კანდიდატებზე ზეწოლისა და დანაშაულის ბრალდებებმა ზიანი მიაყენა  საარჩევნო კამპანიას. 

არტჩევნები ჩატარდა ეფექტიანად და გამჭვირვალედ. უბნებზე ატმოსფერო უმეტესად მშვიდი იყო, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით სოფლებში, შენიშნეს პარტიული აქტივისტები უბნებზე. 

არჩევნები ჩატარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციითა და პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ"- აცხადებს მისიის ხელმძღვანელი დრიტან ტაულა. 

მაღალ პოლარიზაციაზე და თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს კიდევ ერთი დამკვირვებელი:

კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით, ძირითადად მედიისა და სოციალური მედიის საშუალებით ტარდებოდა. კამპანიის პერიოდში მოხდა რამდენიმე ინცინდენტი, ზოგიერთი მათგანი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თანამდებიბის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში და ბუნდოვანი გახდა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ასევე შეიქმნა უთანასწორო პირობები აქტორებს შორის - თქვა  საარჩევნო ანალიტიკოსმა, ცესკო-ს დამკვირვებელმა, სტანისლავ ჟოლუდიევმა. 

მსგავსი სიახლეები