საგარეო: მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

26.06.25 16:40
საგარეო: მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს შეხვედრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებს და ელჩს უთხრა, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესებასაქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას "ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად".

საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში არაფერია წერია დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე, თუ რა უთხრა გარეთ უორდიმ მაკა ბოჭორიშვილს.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა სხვადასხვა დროს ქართული სამართალდამცავი სისტემი არაერთ მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები.

მსგავსი სიახლეები