ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იქცევა ცუდად, ემატება მუხლები - წულუკიანი ღარიბაშვილის განცხადებაზე
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადების გამართლებას ცდილობს. წულუკიანის თქმით, ნებისმიერ პატიმარს სასჯელი ცუდი ქცევისთვის ემატება.
ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იქცევა ცუდად, მას ემატება მუხლები, პრემიერმინისტრს არ აქვს აკრძალული საუბარი და ამას შეეჩვიეთ", - პასუხობს წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ "იმედის" ეთერში შემდეგი განცხადება გააკეთა: „წესიერად მოიქცეს, თორე დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".