როგორ ხსნის "ქართული ოცნება" აღწერის სადავო შედეგებს
"ქართული ოცნება" საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს ენდობა - "ოცნების" წევრების განცხადებით, პრობლემა არ არის, თუ საქსტატმა აღწერაში საქართველოში მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე უცხოელებიც მიათვალა.
- ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 914 000-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 10 წელში მოსახლეობა 200 000-ით გაიზარდა. არსებობს ვარაუდი, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გამართლებით, აღწერაში მოსახლეობის რაოდენობაში არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები უცხოელებიც მიათვალეს.
ეს არის ვინც ლეგალურად იმყოფება საქართველოში. თუ ამბობ, ვინც იმყოფება საქართველოში, მაშინ ეს მეთოდოლოგია სწორია. მთავარი აქ საქსტატის დანიშნულება არის, ისეთი ციფრი არ მოგავწოდონ, რომელშიც ვერ გავერკვევვით, ან განმარტება არ იქნება სწორი. ეს არ გაუკეთებია და ეს კარგია", - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
"ქართული ოცნების" პაატა კვიჭინაძის, განცხადებით, შობადობის შემცირების პირველი წამალი 10%-იანი ზრდაა, რომელიც იშვიათობაა და მიაღწია საქართველოს მთავრობამ
იცოდით, რომ ის არის ინტეგრირებული მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც იგივე მეთოდოლოგია, რაც ჩვენთან. რა არის აქ გაუგებარი, შობადობა რომ შემცირდა, ძალიან ცუდია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგის პირველი წამალი არის 10%-იანი ზრდა, რომელიც იშვიათობაა და მიაღწია საქართველოს მთავრობამ, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და ხალხი არ წავიდეს საზღვარგარეთ და საშუალება ჰქონდეს ოჯახის შექმნის. და რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ეს საქსტატს უნდა ჰკითოთ", - განაცხადა პაატა კვიჭინაძემ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წვერი თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ "ეს არის მაჩვენებელი, რომელიც არის მანიპულირებული და დაწერილი იმისთვის, რომ ამ ე.წ. არჩევნებში, რომლის ჩატარებაც უნდათ, იქ დიდი გაყალბების სპეცოპერაცია ჩაატარონ".