კანონი დამტკიცებულია - "ოცნებამ" მედიას სასამართლო ჩაუკეტა

26.06.25 17:45
კანონი დამტკიცებულია - "ოცნებამ" მედიას სასამართლო ჩაუკეტა

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა სასამართლოს შენობაში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტს მხარი "ქართული ოცნების" 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი კანონით მედიას სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების უფლება ეზღუდება. 

ცვლილებების თანახმად, სასამართლო პროცესების გადაღების საშუალება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა კი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. 

კანონის თანახმად, სასამართლოს ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს შენობაში შესულ პირს პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებები ჩამოართვას. 

მსგავსი სიახლეები