მხნედ ვარ! ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე - ჯაფარიძის წერილი ციხიდან
ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილს აგზავნის - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" დაკავებული ლიდერი წერს, რომ მხნედ არის. მისივე თქმით, "ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა" საზოგადოებას სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი უნდა შემატოს.
მხნედ ვარ!
ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი!
ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება!". - წერს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.