პრესსამსახური:გრიგოლ გეგელია რუს აქტივისტს, ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია რუს აქტივისტს ვლადემირ კარა-მურზას შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში შექმნილი უმძიმესი ანტიდემოკრატიული ვითარება, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, აქტივისტების და თავისუფალი აზრის წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მიერ წარმოებული ბრძოლა განიხილეს.
ვლადიმერ კარა-მურზამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით საერთო ბრძოლაში. როგორც ის, რუსი აქტივისტი, ასევე ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ძალები ერთი და იგივე რეჟიმის გავლენების, რუსეთის, კრემლის გავლენების წინააღმდეგ ვიბრძვით.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მათ განიხილეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვა პოლიტპატიმრების საკითხი და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ისინი კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ.