რა გავლენას მოახდენს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება ბიზნესზე - რას ამბობენ ბიზნესმენები
რა გავლენას მოახდენს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება ბიზნესზე - ადამიანები, რომლებთაც მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დიდხნიანი ბიზნეს ურთიერთობა აკავშირებს, პირდაპირ ამბობენ, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ციხეში ყოფნა აზარალებს ქვეყნას და აკარგვინებს ინვესტიციებს.
თემურ ჭყონია "პირველებს" უყვება, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ გაწირეს ციხისთვის ასე მარტივად 2 ადამიანი, რომლებმაც ჭყონიას შეფასებით, ქართული ეკონომიკის შექმნის ისტორიაში საკუთარი სიტყვა ძალიან ხმამაღლა თქვეს. თემურ ჭყონიასთვის გაუგებარია ისიც, როგორ უნდა აუხსნას საერთაშორისო ინვესტორებს "ქართულმა ოცნებამ", რომ ციხეში ხაზარაძე-ჯაფარიძე, მხოლოდ და მხოლოდ, პარლამენტის არ აღიარების გამო გაუშვეს.
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხაზარაძე-ჯაფარიძეს საჩვენებელი დასჯა მოუწყო და მიუხედავად იმისა, რომ ისინი კერძო სექტორში რამდენიმე წელია აღარ არიან, ამ დაჭერით ბიზნესიც გააფრთხილა, რომ ხმის ამოღება და პოზიციის დაფიქსირება ყველას ძვირი დაუჯდება. თავისუფალი ბიზნესისთვის მორიგი დემონსტრაციული დაჭერა არის სიგნალი, რომ ისედაც შემცირებული ინვესტიციების ფონზე, საქართველო კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა გახდება უცხოელი ინვესოტრებისთვის, რადგან ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია, ინვესტორებისთვის არასაიმედოა.
დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.