ექსკლუზიური ინტერვიუ კარა-მურზასთან - რუსი დიქტატორის პირადი ტყვე საქართველოში პუტინის სტილის მმართველობაზე ალაპარაკდა

26.06.25 20:30
ექსკლუზიური ინტერვიუ კარა-მურზასთან - რუსი დიქტატორის პირადი ტყვე საქართველოში პუტინის სტილის მმართველობაზე ალაპარაკდა

პუტინის პირადი ტყვე საქართველოში პუტინის სტილის მმართველობაზე ალაპარაკდა - "პირველებთან" ინტერვიუში პუტინის ყოფილი პატიმარი, რომელმაც კარგად იცის რუსი დიქტატორის მმართველობის სტილი, პუტინსა და ივანიშვილს შორის პარალელს ავლებს, რადგან დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა პუტინმაც პოლიტიკური პატიმრებით დაიწყო. ამას მოჰყვა დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა და განსხვავებული აზრის გამო ადამიანების ციხეში გაშვება. პუტინის ყოფილი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ სწორედ ასე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში, რომელიც დღემდე გრძელდება.

ვლადიმირ კარამურზას "პირველებმა" კითხა, როგორ მმართველად ხედავს ივანიშვილს და სად აითვისა ბიძინა ივანიშვილმა მმართველობის ასეთი სტილი. პუტინის ტყვეობა გამოვლილი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა თავის დროზე ყველაფერი რუსეთში ისწავლა და მოსწონს ის სისტემა, რომელიც პუტინმა შექმნა.

ვლადიმირ კარამურზასთამ ინტერვიუ "პირველებმა" ევროსაბჭოში, დებატების დაწყებამდე ჩაწერა. რამდენიმე წუთში ამ დარბაზში საქართველოს შესახებ ყველაზე მწვავე დებატები დაიწყება, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც "ქართული ოცნების" გუნდმა 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში გაუშვა. დებატების დაწყებამდე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ. შენახი ამბობს, კობახიძეს პირადად უთხრა, რომ არასწორ გზას ადგას და ამის გამო შედეგებს უნდა ელოდოს.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საგანგებოდ ჩანიშნული დებატების დაწყებამდე, დეტალები ინა ცარციძის რეპორტაჟში ნახეთ. 

მსგავსი სიახლეები