საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა დაუშვებელია... ჩვენ არ გვაქვს უფლება, თვალი დავხუჭოთ - ევროპელი პოლიტიკოსი

26.06.25 20:09
საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა დაუშვებელია... ჩვენ არ გვაქვს უფლება, თვალი დავხუჭოთ - ევროპელი პოლიტიკოსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები დაიწყო - ევროპელთა პოლიტიკოსთა ნაწილმა მაღალი ტრიბუნა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების დაკავების შესახებ საუბრისთვის გამოიყენა და ივანიშვილის გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ "პოლიტიკური პატიმრების არსებობა დაუშვებელია". 

ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს სტივენ გეთინსმა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში მიღებულ კანონებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კანონები "შემზღუდავია". 

"ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ უფლებების შეზღუდვაზე... ევროპარლამენტარები ვალდებული ვართ რეაქცია გვქონდეს, როცა ქვეყანა ერთი მხრივ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად არის, თუმცა საპირისპირო ნაბიჯებს დგამს" - აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა.

ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ უფლებების შეზღუდვაზე. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან უნდა იყოს ინკლუზიური დიალოგი და ზრუნვა დემოკრატიის გაძლიერებაზე. ჩვენ, ევროპარლამენტარები ვალდებული ვართ რეაქცია გვქონდეს, როცა ქვეყანა ერთი მხრივ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად არის, თუმცა საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. დაუშვებელია პოლიტიკური პატიმრების არსებობა და შემზღუდავი კანონები, რომლებიც ადამიანის უფლებების გაძლიერებას არ ემსახურება" - განაცხადა სტივენ გეთინსმა. (სინქრონული თარგმანი) 

ევროსაბჭოში ამ წუთებში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. 

დარბაზში, სადაც ადგილისთვის საქართველომ გრძელი გზა გაიარა, ქართული დელეგაციის სავარძლები ახლა ცარიელია. "ოცნებამ" თავად თქვა უარი იქ მუშაობაზე. 

მსგავსი სიახლეები