ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე - წულუკიანი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება. წულუკიანის თქმით, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა სამართლებრივი ნონსენსია, რადგან მას უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არის მიცემული. წულუკიანის თქმით, უკრაინული მხარისთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაცემის სურვილი მმართველ გუნდს არ აქვს და სააკაშვილი სასჯელს ქართულ ციხეში მოიხდის.
ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევისა იქ თუ იციან ისეთი რამ რაც ჩვენ არ ვიცით, ექსტრადიცია უკრაინაში ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი ნონსენსი.
თუ აქ საუბარია, რომ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, არ არსებობს ამის არანაირი სამართლებრივი მიზანშეწონილობა. შესაბამისად ის ქართული სასჯელი, ჩვენივე სუვენერული ქვეყნის სასჯელი რაც მაქვს აქვს მისჯილი, ყველა ეს განაჩენი - ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე ანუ ქართულ ციხეში", - თქვა წულუკიანმა.