უნდა გავყინოთ საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების აქტივები - ევროპელი პოლიტიკოსი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა გაჟღერდა - პოლიტიკოსები ყველა იმ ადამიანისთვის, მათ შორის, მოსამართლეებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული "რეპრესიების" თანამონაწილეები არიან.
"მეგობრებო, დრო გვეწურება. ქმედების დრო არის ახლა. თუ გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, მიზნობრივად უნდა მივუდგეთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე. ეს არის მათი აქტივების გაყინვა, შეზღუდვა დასავლურ განათლებასა და ინსტიტუციებზე" - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი.
ამასთან, წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და პირდაპირ ამბობენ, რომ საპატიმროში მათი გამოკეტვა "რეპრესიული კამპანიის ნაწილია".
ამ მნიშვნელოვანი შეშფოთების საკითხზე მინდა ვისაუბრო. კონკრეტულად ვაპირებდი პოლიტიკურად დაპატიმრებულ ზურაბ ჯაფარიძეზე და ნიკა მელიაზე. ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მელიას დაპატიმრება არის უფრო დიდი რეპრესიული კამპანიის ნაწილი. ზურაბ ჯაფარიძემ, რომელსაც ხელბორკილები ეკეთა, თქვა, რომ ბოლოს ჩვენ მაინც მოვიგებთ. ეს არის სულისკვეთება იმ ადამიანისა, რომელსაც სჯერა თავისუფლების მაშინაც კი, როდესაც ძალის მიერ არის გაჩუმებული. ეს არის ადამიანი ხმა, რომელიც გაგონილ და მოსმენილ უნდა იქნას ევროპის მასშტაბით.
გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას მცირე ზომის ბრალდება წაუყენეს და ამის შედეგად შეიძლება ის დაჯარიმებულიყო. ბადრი ჯაფარიძეს მის თანაგუნდელთან, მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8 თვე მიუსაჯეს ციხეში და 2 წლით აეკრძალათ საქმიანობა. ისინი არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერები, ისინი არიან საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების სიმბოლო და ასევე მზარდი სურვილი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
მეგობრებო, დრო გვეწურება. ქმედების დრო არის ახლა. თუ გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ მათ, მიზნობრივად უნდა მივუდგეთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე. ეს არის მათი აქტივების გაყინვა, შეზღუდვა დასავლურ განათლებასა და ინსტიტუციებზე, ასევე სასიამოვნო დასვენებები საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრები, პოლიციის უფროსები, მოსამართლეები, რომლებიც არიან კორუფციის და რეპრესიის პროცესის ნაწილი, მათ წინააღმდეგ ჩვენი მიდგომა უნდა იყოს ქმედითი." - განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა. (სინქრონული თარგმანი)
ევროსაბჭოში ამ წუთებში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.
დარბაზში, სადაც ადგილისთვის საქართველომ გრძელი გზა გაიარა, ქართული დელეგაციის სავარძლები ახლა ცარიელია. "ოცნებამ" თავად თქვა უარი იქ მუშაობაზე.