ივანიშვილი სავაჭრო კარტებს აგროვებს და ამერიკელებთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება-ელისაშვილი

26.06.25 23:00
ივანიშვილი სავაჭრო კარტებს აგროვებს და ამერიკელებთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება-ელისაშვილი

ივანიშვილი სავაჭრო კარტებს აგროვებს და ამერიკელებთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება,- ასე აფასებს პოლიტიკოსების დაკავებას კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გადაცემა “რეაქციაში“.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ადამიანებს იმიტომ იჭერს, ივაჭროს და საკუთარი ფული  დიბრუნოს.

ამიტომ მჯერა, რომ 7 და 8 თვე ეს ხალხი ციხეში არ იქნება,- ამბობს ის.

გრძნობს ბიძინა, რომ ვაჭრობა უნდა დაიწყოს, უნდა, რომ თავისი ფულები დაიბრუნოს და აგროვებს სავაჭრო რაღაცებს, რომ ხელში ეჭიროს, ეგ არის, რატომაც იჭერს ამ ადამიანებს და ამიტომ მჯერა, რომ 7 და 8 თვე ეს ხალხი ციხეში არ იქნება. არცერთი პოლიტპატიმრი დიდი ხნით არ იქნება ციხეში, უბრალოდ, ეს იქნება სავაჭრო ამბავი, -თქვა ელისაშვილმა.

ჟურნალისტი კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ყველას დაიჭერენ, არჩევნებში მონაწილეობას ვინღა შეძლებს, ელისაშვილი პასუხობს, რომ “ყველა, ვინც რუსთაველზე დგას და პროტესტში მონაწილეობს, პოლიტიკოსია და მათ თუ დაიჭერენ, ახალი ლიდერები გამოჩნდებიან.“

მე ვარ ცუდი პოლიტიკოსი, საქართველოს სჭირდება, ჩემზე გაცილებით დაღვინებული, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები, მე დამიჭერენ? ქუჩაში პატარა ბავშვები ისეთ აზრებს გამოთქვამენ, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, ჩვენ პოლიტიკურ კოალიციაში იმდენი პოლიტიკური ლიდერია, ყველას ვერ დაგვიჭერენ. ბიძინა ივანიშვილი სავაჭრო კარტებს აგროვებს და ამერიკელებთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება, რაც გარდაუვალი იქნება,-დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები