რომეო მიქაუტაძე იყო ღარიბაშვილის შავი ყულაბა და ეს არის გზავნილი მისთვის-ლევან ხაბეიშვილი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძის დაკავება, ირაკლი ღარიბაშვილისთვის გზავნილი იყო, რადგან “სწორედ მიქაუტაძე იყო მისი შავი ყულაბა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაცემა “რეაქციაში“ კალაძეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ “მასტანაც არიან შესულები, რათა შავი ბუღალტერია აწარმოონ და შემდეგ ივანიშვილმა კოეფიციენტი დაუთვალოს“.
“ძალიან ბევრი ადამიანი გაამწარა უკვე ბიძინა ივანიშვილმა“,- ამბობს ხაბეიშვილი.
რომეო მიქაუტაძე იყო ირაკლი ღარიბაშვილის შავი ყულაბა, და შესაბამისად, ეს არის გზავნილი მისთვის, რადგან მას მეორე ჯიბეც ხომ ჰქონდა. გომელაურსაც მოსთხოვეს თანხები და გომელაურმა უთხრა, ბატონო ბიძინა, მე თქვენთან რაც არ მომქონდა, უჩა მამაცაშვილთან მიმქონდაო და მამაცაშვილი გაქცეულია. მის საყვარელ დეიდაშვილს ემუქრება დაჭერით და ვერ ჩამოდის ის კაცი.
მე მყავდა პოდკასტში მისი ოჯახის ახლობელი, რომელმაც მოყვა, რომ ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, კალაძის ნაცემია. თვითონ კალაძეს ხმალაძე მოუხსნეს, ვინც იცის ეს საქმეები, ისიც იცის, რომ კალაძე ხმალაძის გარეშე აბსოლუტური გაუგებარი წარმონაქმნია მერიაში, ხმალაძე იყო მისი კასირიც და ყველაფერიც, მაგრამ გადააგდეს სხვაგან, მერე მარტივად რომ გაუშვან. კალაძესთან ახლა არიან შესულები, ლევან ჟორჟოლიანი, ადრე საკრებულოში იყო, ახლა ის ლობირებს ამ შავ ბუღალტერიას, სად რა კოეფიციენტი გაიზარდა, რა თანხა შეიძლებოდა გადაეხადა ბიზნესს, რა თანხა მივიდა ყულაბაში, და მერე რა შეიძლება დარჩენოდა კალაძეს და მერე ბიძინა გამოუყვანს საშუალო კოეფიციენტს. ძალიან ბევრი ადამიანი გაამწარა უკვე ბიძინა ივანიშვილმა, ნოშიკო ნამორაძე, ძალიან ბედნიერი რომ იყო, ახლა ძაან ცუდ მდგომარეობაშია, მასაც მოსთხოვეს თანხები,- განაცხადა ხაბეიშვილმა.