ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში - წულუკიანი უპრეცედენტო მობილიზაციას აცხადებს

04.10.21 12:59
ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს კაციჭამიების და  ლეშიჭამიების ხელში - წულუკიანი უპრეცედენტო მობილიზაციას აცხადებს

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. 

მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების და კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში. აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ", - თქვა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები