"ოცნებამ" ტრაგიკულად შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - უიკერი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა - კომისიის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ "ოცნებამ" ტრაგიკულად შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".
უიკერმა კრემლსა და "ოცნებას" შორის ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ევროპისგან დაშორებითა და "რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით", ივანიშვილს გუნდს ისევე შეუძლია ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში, როგორც მისი "მთავარი პარტნიორი მოსკოვი" აკეთებს.
"ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ვიტყოდი, ტრაგიკულად. ევროპისგან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით, ქართული ოცნებას შეუძლია, ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში პასუხისგების გარეშე ზუსტად ისე, როგორც მისი მთავარი პარტნიორი მოსკოვი", - განაცხადა უიკერმა.