გივი თარგამაძე განაჩენის მოლოდინში - პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება

27.06.25 10:20
 გივი თარგამაძე განაჩენის მოლოდინში - პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან, განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძე კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, თუცა ის იქ არ გამოცხადდა. სასამართლომ აღლვეთის ღონისძების სახით მას 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან ანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. 

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში უკვე გაუშვეს კოალიცი ა"ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. 

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. 

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ამ ჯერად ომსამართლე ნინო გალუსტაშვილი, ცნობილი ცოტა ხაში გახდება. 

მსგავსი სიახლეები