მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძე 7 თვით ციხეში გაუშვა
სასამართლომ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა - განდაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ამასთან თარგამაძეს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც.
სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრებოდა, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
ადვოკატ, ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, თარგამაძე საბოლოო სიტყვას იტყოდა თუ არა, რადგან მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო სასამართლო არ არის, ეს არის ფარსი და რა დავალებაც მიიღო გალუსტაშვილმა, ის დავალება აღსრულდა.
ნახეთ, საბოლოო სიტყვის მოლოდინში იყო, უნდა მოესმინა საბოლოო სიტყვა, ვუთხარი, რომ გივი გამოცხადებული არ იყო, უკვე დაწერილი გადაწყვეტილება ედო, საბოლოო სიტყვის მოსმენას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, წამიერად გამოაცხადა გადაწყვეტილება, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რაც ისედაც ვიცით არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ზუსტად ის გადაწყვეტილება მიიღება, რაც „ქართული ოცნების“, კობახიძის, ივანიშვილის მხრიდან მოდის დავალების სახით”, - განაცხადა ბასილაიამ.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.