გივი თარგამაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მიდის
გივი თარგამაძე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მიდის.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო პოლიტიკოს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც.
სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრებოდა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.