ევროპის საბჭოს წევრი: საქართველო ცდება დემოკრატიის ფარგლებს - საჭიროა სამართლებრივი რეაგირება
ევროპის საბჭოს წევრი, ერიკ ნილს კროსი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტენდენციებს მწვავედ აკრიტიკებს. ამის შესახებ მან ევროსაბჭოში გამარტლი დებატების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ საქმე მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლასთან აღარ გვაქვს.
„საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ შემაშფოთებელი ნიშნები და გაუარესების ინდიკატორები დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე შეიმჩნეოდა,“ — აცხადებს კროსი და განმარტავს, რომ იმ დროს უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის.
მისი თქმით, უკვე მაშინ, როცა ტერმინი "დემოკრატიული უკუსვლა" გამოიყენებოდა, ეს შეფასება სრულად ასახავდა რეალობას, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა:
იმ დროისთვის ტერმინი "დემოკრატიული უკუსვლა" სრულიად სამართლიანი იყო. მაგრამ დღეს ეს ვითარება იმ შეფასებასაც კი სცდება, - ამბობს დეპუტატი.
სანქციების საკითხზე საუბრისას, კროსი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს არ აქვს პირდაპირი ბერკეტი სანქციების დასაწესებლად, არსებობს სხვა მექანიზმებიც:
ევროპის საბჭოს, ცხადია, არ აქვს სანქციების დაწესების მექანიზმი, მაგრამ შეგვიძლია მათი რეკომენდაცია, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და ინიციატივების წაყვანა, რომლებიც სხვა ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს რეაგირებისთვის. მსგავსი მიდგომა აუცილებელია სულ მცირე, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს, - ამობს კროსი.
ერიკ ნილს კროსი მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს, არ უყურონ საქართველოს მოვლენებს გულგრილად და განიხილონ ერთობლივი ქმედებები დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად.