გივი თარგამაძეს ხელბორკილები დაადეს - პოლიტიკოსს მალე რუსთავის ციხეში გადაიყვანენ
გივი თარგამაძეს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, ხელბორკილები დაადეს - პოლიტიკოსს მალე რუსთავის ციხეში გადაიყვანენ.
სასამართლომ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა - განდაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. ამასთან თარგამაძეს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც. სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრებოდა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.
ფოტო: პუბლიკა