ბოკუჩავა: ევროსაბჭოს დებატებში მნიშვნელოვანი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები იყო

27.06.25 11:53
ბოკუჩავა: ევროსაბჭოს დებატებში მნიშვნელოვანი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები იყო

„რუსული ოცნება საერთაშორისო იზოლაციაში რჩება“, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კრიტიკულ დამოკიდებულებას და აღნიშნავს, რომ ეს შედეგი საქართველოში დემოკრატიული ძალების და განსაკუთრებით, საზოგადოების აქტიური პროტესტის დამსახურებაა.

ეს იზოლაცია არის არა მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის მუშაობის, არამედ ქართველი ხალხის მრავალრიცხოვანი და მტკიცე პროტესტის შედეგი, – აცხადებს ბოკუჩავა.

მისი თქმით, პირველხარისხოვანი მოთხოვნა ევროპული სტრუქტურების მხრიდან იყო ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლება, რაც ასახულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლიციაშიც.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ამ დებატებში იყო სწორედ ეს – უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლიცია, მისი თქმით, მკაფიო გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოთხოვნების იგნორირებას აღარ შეეგუება.

მსგავსი სიახლეები