ევროსაბჭოში ერთხმად ითქვა, რომ საქართველოში სახელმწიფოს რუსული დაპყრობა "ოცნების" ხელით მიმდინარეობს - გეგელია
ევროსაბჭოში გამართული დებატების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს დემოკრატიულ კრიზისზე. ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, დებატებში ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელით რუსული გავლენის ქვეშ ექცევა.
ევროსაბჭოში ერთხმად ითქვა, რომ საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფოს რუსული დაპყრობა მმართველი პარტიის ხელით,— აღნიშნა გეგელიამ და დაამატა, რომ დასავლეთმა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ქართველი ხალხის დემოკრატიული ინტერესები დაცული იყოს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი და დაუყოვნებელი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო:
„ყველამ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,“ — განაცხადა გეგელიამ და ხაზი გაუსვა, რომ თავად გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმეზე:
პირადად გავმართე არაერთი შეხვედრა, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე ამ პირების გათავისუფლების აუცილებლობა. ეს არის დემოკრატიის დაცვის მინიმალური სტანდარტი, - ამბოლბს გეგელია.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ გამოწვევებზე საერთაშორისო რეაგირება ახლა უკვე გარდაუვალია, რადგან იზრდება საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ ქვეყანას მმართველი პარტიის გავლით რუსული ავტორიტარიზმი ემუქრება.