"პუტინს გავასამართლებინოთ?!" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის გათავისუფლებაზე ხელმოწერებს აგროვებს

04.10.21 13:13
"პუტინს გავასამართლებინოთ?!" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის გათავისუფლებაზე ხელმოწერებს აგროვებს

"კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. 

ჩარკვიანის თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნის.

წარმოუდგენელი ვითარებაა საქართველოში და პუტინს გავასამართლებინოთ?! სირცხვილი არ არის?! ხო არ უნდა მოვიჭრათ თავი, არ მოხდება ეს ამბავი - ესე იქნება, მუდმივად შევაწუხებთ. ლოკაციები იქნება სხვადასხვა ადგილას, მის სახლთან, პრემიერის სახლთან მუდმივად, მათ არ შეერგებათ საქართველოს გადაბარებაზე ფიქრიც კი. ემიგრანტებმა თავად დაიწყეს ხლემოწერების შეგროვება", - ამბობს ჩარკვიანი. 

ამასთან,  დღეს 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია  გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები