მიხელსონი თარგამაძის დაკავებაზე: - რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის დაკავებას ეხმაურება:
„რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიგი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.
- შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
- კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.