მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს - ამის შესახებ, რუსთავი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულეიდან გამოსულმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტი მედგრადაა.
რაც შეეხება დაპატიმრებას, უფლებადამცველი ამბობს, რომ მას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, არის ძალიან მედგრად და მყარად დგას ამ პოზიციაზე.
მიხეილ სააკაშილის დაპატიმრებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, შესაბამისად, სამართლებრივ პროცედურებზე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
ადვოკატებმა მედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილიც გააცნეს.